LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცოპერაცია „ლილოში“: დანაშაული წარმოადგენს ტრანსნაციონალური ხასიათის ფულის გათეთრების საქმეს

262
LILO 33

ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ცოტა ხნის წინ დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, ლილოში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისა და გენერალური პროკურატურის ერთობლივი ოპერაცია ჩატარდა. საგამოძიებო სტრუქტურების წარმომადგენლები სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანია „ბროლში“ იმყოფებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე სპეცრაზმელების შეყვანა დოკუმენტაციის ამოღების მიზნით მოხდა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში გამომძიებელმა დათო ბაინდურაშვილმა აღნიშნა, საქმე ეხება ტრანსნაციონალური ხასიათის ფულის გათეთრებას.

მან ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების ყოფნაც განმარტა და აღნიშნა, რომ მათი პროცესში ჩართვა ჩხრეკის მიმდინარეობისა და ამოღებული დოკუმენტაციის ტრანსპორტირების უსაფრთხოების მიზნით მოხდა.

„დანაშაული წარმოადგენს ტრანსნაციონალური ხასიათის ფულის გათეთრების საქმეს. აღნიშული საქმის ფარგლებში რამდენიმე ობიექტზე, მათ შორის, საცხოვრებელ სახლში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება – ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ორგანიზაციის და ასევე ელექტრონული მატარებლების სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია. იმისთვის, რომ შესაძლო ამოღებული ნივთები დაქვემდებარებოდა უსაფრთხო ტრანსპორტირებას, დანიშნულების ადგილზე მიტანას, ასევე ჩხრეკის მიმდინარეობის უსაფრთხო განხორციელებისთვის დაგვჭირდა საქმეში ჩართული ყოფილიყო სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები. დაკავებული ამ ეტაპისთვის არავინ არ არის“, – განაცხადა დათო ბაინდურაშვილმა.

კომპანია „ბროლის“ დამფუძნებელი არაბი ბიზნესმენია, რომელიც ახლა საქართველოს მოქალაქეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები