LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულებმა შიმშილობა დაიწყეს

ukrainelebi11

საქართველოში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულმა უკრაინის ექვსმა და საქართველოს ერთმა მოქალაქემ შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებულების ადვოკატმა, გიორგი როსტომაშვილმა განუცხადა.

„ერთი მათგანი შიმშილობდა, გუშინ მას ვთხოვე, შიმშილობა შეეწყვიტა, მეგონა დავიყოლიე, მაგრამ დღეს ყველამ შიმშილობა დაიწყო. აპროტესტებენ ყველაფერს, რაც დღემდე შეემთხვათ,“ – განაცხადა როსტომაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე თბილისის საქალქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. შსს-მ თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ.

სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია „ბერეტას“ და „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები