LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სქემები უამრავია და იმის იმედად, რომ ვიღაცა „არ იკადრებს”, ვერ ვიქნებით – გია ხუხაშვილი სანქციების გვერდის ავლაზე

86
gia-khukhashvili

სანქციების გვერდის ავლისთვის სულაც არ არის აუცილებელი იმპორტ-ექსპორტის ოპერაციები საქართველოს ტერიტორიის გავლით ხდებოდეს, – ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი სანქციების გვერდის ავლის საკითხს. მისი თქმით, აქ მთავარია ფინანსური სქემის დალაგება და თუ ამის საშუალება არსებობს, მაშინ პროდუქტი არ არის აუცილებელი ჩვენს საბაჟო სივრცეში მოხვდეს.

„ამიტომ, ინსტიტუტებს, რომლებიც მონიტორინგს აწარმოებენ, ვურჩევდი, ყურადღება მიაქციონ არა მხოლოდ საბაჟოზე საეჭვო ცვლილებებს, არამედ ფინანსური ნაკადების უცნაურ დინამიკასაც. სქემები უამრავია და იმის იმედად, რომ ვიღაცა „არ იკადრებს”, ვერ ვიქნებით“, – ამბობს ექსპერტი ხუხაშვილი.

წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ რუსული პროდუქცია, რომელიც აკრძალულია, საქართველოს გავლით გავიდეს ევროპაში – ლაშა ხუციშვილი კიევისგან განმარტებებს ითხოვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები