LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სროლა ქალაქის ცენტრში – დაკავებულია ორი პირი

შსსსსსს

ვერაზე მომხდარი სროლის ფაქტთან დაკავშირებით, ორი პირია დაკავებული. შემთხვევა გუშინ საღამოს ტატიშვილის ქუჩაზე მოხდა, სადაც ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს.

მანქანას სავარაუდოდ, 6 ტყვია აქვს მოხვედრილი. სროლის შემდეგ მძღოლმა მანქანა მიატოვა, რის შემდეგაც ავტომობილი დაგორდა და მელიქიშვილის ქუჩაზე გაჩერებულ მანქანას შეეჯახა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ვერაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაჭრილმა ზურა კუჭავამ 5 საათიანი დაკითხვის შემდეგ პოლიციის განყოფილება კომენტარის გარეშე დატოვა.

პოლიციაში გამოკითხეს ვერაზე სისხლიანი გარჩევის თვითმხილველებიც. ისინი გვიან ღამემდე პასუხობდნენ გამომძიებლების კითხვებს, თუმცა, მათ მედიასთან კომენტარი არ გაუაკეთებიათ. დაკითხვაზე იყო ის მოქალაქეც, ვისი მანქანაც ორმხრივი სროლისას დაზიანდა.

ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები