LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სროლა ქობულეთში – რუსთაველის ქუჩაზე გასროლილი ბრმა ტყვია იუსტიციის სახლის შენობას მოხვდა 

173
არ გადაკვეთო - პოლიცია

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოხდა. დილით ადრე, გასროლილი ბრმა ტყვია მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე იუსტიციის სახლის შენობის შუშის კედელს მოხვდა, რა დროსაც თანამშრომლები უკვე შენობაში იმყოფებოდნენ.

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა გასროლის მიზეზი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, გასროლამდე ჩხუბის და ხმამაღალი შელაპარაკების ხმა ისმოდა, ჩხუბში სავარაუდოდ რამდენიმე პირი მონაწილეობდა. იუსტიციის სახლის მოპირდაპირე მარკეტის სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულია ჩანაწერები.

იუსტიციის სახლში სამუშაო პროცესი ამ დრომდე არ განახლებულა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები