LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სრული უზნეობაა ის რაც უგულავამ იკადრა, უზნეობა და ქაჯობა: თინა ხიდაშელი

5463
tina-gigi_w_h

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრების ჩამოსვენებას და ხელისუფლების დახვედრის საკითხს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

გარდა ამისა, თინა ხიდაშელი გიგი უგულავას განცხადებას პასუხობს და წერს, რომ “სრული უზნეობაა ის რაც უგულავამ იკადრა, უზნეობა და ქაჯობა”.

მითხარით რომ ბოროტია ქართული მედიის დიდი ნაწილი და ჯიბრში უდგას ქვეყანას, თორემ სავსეა იმედის ვები დედაქალაქში გმირების ჩამოსვენებისას, მერი კალაძის დახვედრის კადრებით.

დამატება: ღმერთო ჩემო მედიას რომ ლანძღავთ ანუ თქვენ სადმე ნახეთ კალაძე და მედიის ბრალია რომელმაც დაგვიმალა, მეც მაჩვენეთ ეგ ფოტოები please.

სარკაზმი იყო ეს, სარკაზმი.

სრული უზნეობაა ის რაც უგულავამ იკადრა, უზნეობა და ქაჯობა“, – წერს თინა ხიდაშელი.

ცნობისთვის, გიგი უგულავამ რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის მერს კახა კალაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

“Kakha Kaladze როდესაც ბომბები ცვივა უნდა დაწვე მიწაზე. თუ დაცვა გყავს მისი მოვალეობაა თავზე დაგახტეს. ასე იყო შევარდნაძის დროს, როცა მისი დაცვის უფროსი მაზმიშვილი სოხუმში დაახტა და კინაღამ გაგუდა “მფორთხავი” შევარდნაძე. სულ ხუმრობდა ხოლმე ამაზე შევარდნაძე. ასე იყო გორშიც სააკაშვილს როცა ბომბავდნენ. ეს “გრეხი” არაა, ეს წესია…

შეგნებულად გაყენებ შეურაცხყოფას. მინდა რომ შენი ძალით ძველი ბიჭის ეგოს დავაფურთხო, რადგან არც მაგ საქმეში ვარგიხარ…

იცოდე ყოველთვის ასეთ პასუხს მიიღებ, როცა გორში “სააკაშვილის ფორთხვას” ახსენებ” – დაწერა გიგი უგულავამ.

მამუკა მდინარაძე: ხომ ზუსტად იცის, გიგი უგულავამაც და მთელმა მისმა ე.წ. „ბაბლმა“, რომ ვერასდროს გაუბედავდა ვერც კალაძეს და ვერც დანარჩენ სხვას მსგავსს, რომ არა კახის თმენის ვალდებულება

კარგი იქნება, სააკაშვილს ჰკითხოთ, როდის გაიარა საბრძოლო წვრთნები, 2008 წლის ომის დროს მიწაზე ფორთხვით წარუდგა საზოგადოებას: კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები