LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტალონეს 16 წლის გოგონას გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

98

ჰოლივუდში სექსუალური სკანდალების სერია გრძელდება. ამჯერად ახალგაზრდა ქალი ცნობილ მსახიობს, სილვესტერ სტალონეს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ის ამტკიცებს, რომ მსახიობმა ის 16 წლის ასაკში გააუპატიურა. “დეილი მეილის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ფაქტი 1986 წელს მოხდა, როცა სტალონე მუშაობდა ფილმზე „მთელი ძალით.“ თინეიჯერი ფანი სტალონემ სასტუმროში გაიცნო, სადაც გოგონამ მას ავტოგრაფი სთხოვა. მოგვიანებით კი მსახიობმა ის პირად მცველთან ერთად გააუპატიურა. მბრალდებელი ამბობს, რომ ოფიციალური საჩივრის შეტანისგან თავს იკავებს, რადგან თავს შეურაცყოფილად გრძნობს.

მსახიობმა ბრალდებას უკვე უპასუხა და მას აბსურდული უწოდა. განცხადება სტალონეს პრესსამსახურმა გაავრცელა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები