LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტამბოლში მოხვედრა გამარტივდა – სექტემბერში რამდენიმე ავიარეისი დაინიშნა

124
1-2019-09-30-12-15-18-448536-e1569845724698

ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზები“ და „ანადოლუჯეტი“ თბილისი-სტამბოლის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს განახორციელებს.

ფრენები სტამბოლის ახალი აეროპორტის მიმართულებით 12, 19 და 26 სექტემბერს, ხოლო სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტის მიმართულებით 20, 23 და 27 სექტემბერს შედგება.

„თურქეთის ავიახაზების“ ინფორმაციით, აღნიშნული ფრენები იქნება გამყვანი, რაც გულისხმობს, რომ ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე მოემსახურება.

აღსანიშნავია, რომ სტამბოლის აეროპორტებიდან შესაძლებელია მოგზაურობის გაგრძელება მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები