სტამბოლში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტთა წინააღმდეგ, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობას აპროტესტებდნენ. აღნიშნულის შესახებ მედია წერს.

25 ნოემბერს გამართულ აქციაზე, სხვა სლოგანებთან ერთად, მთავრობისადმი გადადგომისკენ მოწოდებებიც ისმოდა.

Reuters-ის თანახმად, აქცია რამდენიმე ათასი ადამიანის – ძირითადად, ქალების მონაწილეობით ქალაქის ცენტრში, ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმართებოდა.

დემონსტრანტები ახმოვანებდნენ მოწოდებებს სახელმწიფოს პოლიტიკისა და ქალთა მიმართ ძალადობის, ასევე, რასიზმის, ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და თურქეთის ხელისუფლების მიერ სტამბოლის კონვენციის დატოვების წინააღმდეგ.

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები