LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტამბოლში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა

484
თურქეთი, სასწრაფო

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

CNN TURK- ის ინფორმაციით, გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე თ.პ.. არიან დაჭრილებიც. სხვა თურქული მედიასაშუალების ინფორმაციით კი, დაღუპულია ორი ადამიანია, ერთი რუსეთის, ერთი კი – საქართველოსი. ამავე ინფორმაციის თანახმად, დაპირისპირების ადგილზე ნაპოვნია მაყუჩიანი იარაღი.

დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. დაპირისპირების მიზეზებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ თურქეთში საქართველოს კონსული აქტიურ კომუნიკაციაშია თურქ სამართალდამცველებთან. როგორც საგარეო უწყებაში განაცხადეს, მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება. სხვა დეტალებზე სამინისტროში არ საუბრობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები