LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ღამის კლუბი გამოავლინეს, რომელიც აკრძალვის მიუხედავად, საქმიანობას აგრძელებდა

805
shutterstock-247679890

თბილისში, ახმეტელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, შრომის ინსპექციის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გამოვლენილ იქნა ფიზიკური პირის მხრიდან აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი.

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, მოქალაქე, ამ ტერიტორიაზე მდებარე გასართობ დაწესებულებაში, ორგანიზებას უწევდა ასამდე სტუმრისთვის დაგეგმილ დახურულ სოციალურ ღონისძიებას.

„ვინაიდან აღნიშნული პირის მიერ განხორციელებული საქმიანობა წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის #322 დადგენილებით აკრძალულ საქმიანობას, მის მიმართ გამოყენებულ იქნა საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლით გათვალისწინებული სანქცია – ფიზიკური პირისთვის 2000 ლარის ოდენობით და რადგანაც გამოვლენილი შემთხვევა განსაკუთრებით მაღალი საფრთხის შემცველი იყო ეპიდვითარების კუთხით, დაუყოვნებლივ მოხდა ღამის კლუბის საქმიანობის შეჩერება“, – აცხადებენ შრომის ინსპექციაში.

მათივე ცნობით, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შრომის ინსპექცია განაგრძობს გამკაცრებულ კონტროლს რეკომენდაციების აღსრულებასთან დაკავშირებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები