ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სტეფანე მღებრიშვილისთვის გასული წელი მართლაც განსაკუთრებული იყო. როგორც მომღერალი წერს, 2019 წელი არანაკლებად დაიწყო და იმედოვნებს, რომ ასეთივე დადებითი ემოციებით გაგრძელდება.

სტეფანეს 31 დეკემბრის საღამოს კონცერტი ჰქონდა კახეთის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც უამრავი ადამიანი იყო თავმოყრილი მის მოსასმენად და ახალი წლის შესახვედრად, 2 იანვარს კი თბილისში გამოვიდა მსმენელის წინაშე.

სტეფანეს ამ საახალწლო დღეებმა შემდეგი სტატუსი დააწერინა:

„2018 წელი საოცრად მაგარი წელი იყო ჩემთვის!

2019 წელი ამბასადორი კაჭრეთში საოცრად დაიწყო, როცა საღამოს უკვე ვიცოდი რომ ყველა მაგიდა გაყიდული იყო და საოცარი ახალი წელი გვქონდა!

დღეს ადამიანების სიყვარულმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა! ახლაც შოკში ვარ თქვენი სილამაზით და გულით! უბედნიერესი ადამიანი ვარ და ვოცნებობ, რომ ასე მაგრა გაგრძელდეს ეს წელი! დიდი მადლობა! დიდი მადლობა! დიდი მადლობა!!!“

სტეფანე ბენდთან ერთად ასევე სტუმრობდა „ნანუკას შოუს“, სადაც თავისი ახალი სიმღერა „შენთან მოვდივარ ცოცხლად შეასრულა“.

მსგავსი თემები