LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანე: ყველაფერი რუსული უნდა აიკრძალოს ამ ქვეყანაში!

384
setafne 24

სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში გამოჩენა დღის მთავარი განხილვის თემაა. საქართველოს პარლამენტში ირაკლი კობახიძის სავარძელში რუსეთის დუმის დეპუტატის ხილვას პროტესტი არა მხოლოდ იქ მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატებისგან, არამედ ქართული საზოგადოებისგანაც მოჰყვა.

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი წერს, რომ საქართველოში ყველაფერი რუსული უნდა აიკრძალოს.

“ეხლა ნამდვილად ყველა ერთ აზრზე ვართ, მაგრამ ზოგჯერ რომ იყოფა აზრები და იმ პროსრუსი მოსახლეობის ნაწილი, რა საზიზღრები ხართ! როგორ გული მერევა თქვენზე! ყველაფერი უნდა გამკაცრდეს! მაგრამ ყურადღება გადააქვთ კლინიკურად გიჟებზე! ყველაფერი რუსული უნდა იაკრძალოს ამ ქვეყანაში! დავიწყოთ აბრებით! თქვენი უთავმოყვარეო!!! – წერს სტეფანე

რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას სხვა ცნობილი სახეებიც გამოეხმაურნენ.

გაიგეთ მეტი:

სოფო ნიჟარაძე: „მართლმადიდებლობას ამოფარებული ფარისეველი მოღალატეები!..“

რუსი კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი დღეს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს სავარძელში მოკალათდა და სხდომა წაიყვანა