LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანწმინდა ჰალშტატის გვერდით – მსოფლიოში სილამაზით გამორჩეული პატარა დასახლებების სიაში ვართ

949
mount-kazbek-view-from-kazbegi-2

იტალიური, ჩეხური, ბრიტანული პატარა დასახლებები, ავსტრიული ჰალშტატი და ქართული სტეფანწმინდა – ცნობილმა სამოგზაურო პორტალმა Thrillist.com-მა მსოფლიოში სილამაზით გამორჩეული პატარა დასახლებების სია შეადგინა. ჩვენდა საამაყოდ, სწორედ ამ სიაში მოხვდა სტეფანწმინდაც, რომელზეც Thrillist.com შემდეგს წერს:

„არქიტექტურა და ბუნებრივი სილამაზე იშვიათად ქმნის ასეთ ჰარმონიას. თვალი აუცილებლად გაგექცევათ მეთოთხმეტე საუკუნის გერგეტის სამების ეკლესიისა და სამრეკლოსკენ, რომელიც დასახლებას მთის წვერიდან გადმოჰყურებს. მათ ფონზე ყაზბეგის მთა მოსჩანს. ბუნებრივი სილამაზის გარდა, სტეფანწმინდა შესანიშნავი ადგილია ყაზბეგის ეროვნული პარკის ცხელი წყაროების, ჩანჩქერებისა და მჟავე ტბების დალაშქვრით დაინტერესებული პირებისთვის“, – იუწყება Thrillist.com სტეფანწმინდის შესახებ.

10 თვალისმომჭრელი ქართული სოფელი, რომელზეც შესაძლოა ჯერ არ გსმენიათ (ფოტოები)

რამდენიმე ადგილი მაღალმთაში, რომლის ნახვასაც გირჩევთ

აღსანიშნავია, რომ ვებპორტალი საკუთარ მკითხველ მსხვილი მეგაპოლისების ნაცვლად, მსოფლიოს პატარა, ნაკლებადცნობილი დასახლებების მონახულებას ურჩევს. სტეფანწმინდასთან ერთად სიაში ულამაზესი, მცირე ზომის ჩეხური, იტალიური, ბრიტანული ქალაქები მოხვდნენ, მათ შორის: იტალიური წმინდა მადალენა, ავსტრიული ჰალშტატი,  ბრაზილიური პარატი, ფრანგული სიმიან ლა როტონდა და სხვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები