LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტინგი მეუღლესთან ვნებიანი კოცნის დროს გადაიღეს

1038

სტინგი და მისი მეუღლე, ტრუდი სტაილერი სენ-ტროპეს ერთ-ერთი ღამის კლუბის ვიპ-ზონაში გადაიღეს. ფოტოებიდან, რომლებიც ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ მუსიკოსი და მისი მეორე ნახევარი 25 წლის შემდეგაც არ კარგავენ ვნებას.

შესაძლოა, საქმე იმაშია, რომ 65 წლის ვარსკვლავი და მისი 63 წლის მეუღლე იოგისა და ინდური ტანტრის დიდი თაყვანისმცემლები არიან. სხვადასხვა წყაროებისგან არაერთხელ გამხდარა ცნობილი, რომ ცოლ-ქმარი ხშირად ერთად დადის სტრიპტიზ კლუბებშიც.

შეგახსენებთ, რომ წყვილი 1992 წელს დაქორწინდა. მათ ოთხი შვილი ჰყავთ: 33 წლის მიკი, 32 წლის ჯეიკი, 27 წლის კოკო და 21 წლის ჟიაკომო. პირველი ქორწინებიდან სტინგს კიდევ ორი შვილი ჰყავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები