LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტიქია ინდოეთში: მუმბაიში მეწყერი ჩამოწვა, გარდაცვლილია 25 ადამიანი

103
1

ინდოეთი პანდემიასთან ერთად, სტიქიურ უბედურებებს ებრძვის.

ძლიერმა წვიმებმა მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია. ქალაქ მუმბაიში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, 25 ადამიანი გარდაიცვალა.

დანგრეულია შენობები, აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, საცხოვრებელი სახლების ნანგრევებიდან  დაშავებულების ამოყვანას ცდილობენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, მუმბაის რაიონში სახლების ჩამოშლისა და ასევე, განმეორებითი მეწყერის 11 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ დროისთვის, ნანგრევებში ათობით მოქალაქეა მოყოლილი.

უცნობია, რამდენი ადამიანია დაკარგული.

ინდოეთის პრემიერმინისტრმა, ნარენდრა მოდიმ, გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა და თქვა, რომ სახელმწიფო მათ ფინანსურად დაეხმარება.

ძლიერ წვიმებს ინდოეთში სინოპტიკოსები მომდევნო ორი დღის განმავლობაში ვარაუდობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები