LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტიქიის ზონაში საბაგირო მაგისტრალი გაჭიმეს: რამდენიმე სოფელი კვლავ გარესამყაროს მოწყვეტილია

215
BeFunky-collage (3)

მეხანძრე-მაშველებმა ლენტეხში, სტიქიის ზონაში საბაგირო მაგისტრალი გაჭიმეს. უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ლასკადურამ რამდენიმე ხიდი და გზა დააზიანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ამბროლაურის განყოფილების მეხანძრე მაშველებმა ერთ-ერთ წაღებულ ხიდზე სამაშველო-საბაგირო მაგისტრალი გაჭიმეს.

შედეგად, გარე სამყაროს მოწყვეტილ სოფელ მუთბის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, საჭიროების შემთხვევაში პირველადი მოხმარების ნივთები, პროდუქტი ან მედიკამენტები მიიღოს.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სპეც ტექნიკა და ხიდის აღდგენითი სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად დაიწყება. ადგილზე იმყოფებიან ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები.

რეგიონში ამ ეტაპზე არ წვიმს, თუმცა მიუხედავად ამისა, რამდენიმე სოფელი კვლავ გარესამყაროს მოწყვეტილია, რადგან სტიქიამ მდინარის ადიდების შედეგად ხიდები და საავტომობილო გზების გარკვეული ნაწილი დააზიანა.

რაც შეეხება სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს, სტიქიის შემსწავლელი კომისია მუშაობას ორშაბათიდან დაიწყებს.

ფოტო: სტიქიის ზონიდან გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი საუბრობს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები