კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანმა ფიგურამ და გამომგონებელმა სტივ ჯობსმა ცხოვრების სინტერესო და რთული გზა განვლო, რომელმაც აღიარება მოუტანა. გთავაზობთ რეკომენდაციას სტივ ჯობსისგან:

ნუ აღზრდით შვილებს ისე, რომ იფიქრონ სიმდიდრეზე. აღზარდეთ ისინი ისე, რომ იყვნენ ბედნიერები… როცა ისინი გაიზრდებიან, ეცოდინებათ საგნების ფასეულობები და არა ფასები.

მიირთვით საკვები, როგორც წამალი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ წამლებს საკვების ნაცვლად.

რაც გვემატება წლები, მით უფრო გონიერები ვხდებით. საათი, რომელიც $30 ღირს და საათი, რომელიც $300 ღირს, ერთსა და იმავე დროს აჩვენებს. 150 000 $-იანი ავტომანქანით ვივლით, თუ 20 000$-იანით, გზა და მანძილი ერთნაირია და დანიშნულების ადგილამდე ორივე მიგიყვანთ. სახლში, რომელშიც ცხოვრობთ, 300 კვადრატული მეტრი ფართობისაა თუ 3000, ორივეში ერთნაირად მარტოსული იქნებით, რა მნიშვნელობა აქვს პირველი კლასით მიფრინავთ თუ ეკონომკლასით, თუ თვითმფრინავი ვარდება…

არსებობს დიდი განსხვავება ამ ორ მდგომარეობას შორის: იყო ადამიანი და იყო ადამიანური.

თუ თქვენ გინდათ იაროთ ჩქარა, იარეთ მარტო. მაგრამ თუ თქვენ გინდათ წახვიდეთ შორს, იარეთ ერთად.

მსგავსი თემები