LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს

70
Untitled design (3)

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ეხმიანება.

ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

შეხვედრის შესახებ იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს:

“შევხვდი ნატოს ახლო პარტნიორის – საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ჩვენ ვისაუბრეთ რუსეთის უკანონო ომზე უკრაინაში.

ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს”, – აღნიშნულია სტოლტენბერგის ტვიტში.