LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტოლტენბერგი: რუსეთის შესაძლებლობების ზრდა არქტიკაში NATO-სთვის სტრატეგიული გამოწვევაა

73
Capture

“ჩრდილოეთში, არქტიკაში რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის სტრატეგიული გამოწვევაა”,- ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა კანადაში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოსთან შეხვედრის დროს გააკეთა.

მისი თქმით, მიესალმება კანადის მიერ დაანონსებულ ინვესტიციებს ჩრდილო-ამერიკული თავდაცვის კუთხით.

„რუსული რაკეტებისა და ბომბდამშენებისთვის ჩრდილოეთ ამერიკისკენ უმოკლესი გზა ჩრდილოეთ პოლუსის გავლით იქნებოდა. ეს კი ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს ხდის ჩრდილოეთ ამერიკისთვის და, შესაბამისად, ნატოსთვისაც“, -განაცხადა სტოლტენბერგმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები