LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ჩემი ბოლო პატიმრობის საქმე და კომუნიკაციაც დაწყებულია: გიგი უგულავა

48
უგულავა გიგი

ოპოზიციონერი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, „სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო მისი ბოლო პატიმრობის საქმე და კომუნიკაციაც დაიწყო. ამის შესახებ უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, „ადრე იქნება თუ გვიან სიმართლე დამტკიცდება და ფარდა აეხდება ივანიშვილის ნახმარ სამართალს“.

„ესეც ასე. სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ჩემი ბოლო პატიმრობის საქმე და კომუნიკაციაც დაწყებულია. ადრე იქნება თუ გვიან სიმართლე დამტკიცდება და ფარდა აეხდება ივანიშვილის ნახმარ სამართალს. როგორც თავად ივანიშვილი იტყოდა დამელოდეთ, დამელოდეთ“, – წერს უგულავა.

იურისტის სანდრო ბარამიძის განცხადებით კი, „სასამართლოს აინტერესებს, რამდენად აკმაყოფილებდა „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს“ სტანდარტს სასამართლო, თუ საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელიც ყოფილი გენპროკურორია, იყო თუ არა მოსამართლის კვალიფიკაციის პრობლემა, აკმაყოფილებდა თუ არა სასამართლო დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის მოთხოვნებს“, – წერს სანდრო ბარამიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები