LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტრასბურგში არა ერთი საქმე გვაქვს მოგებული ხელისუფლების წინააღმდეგ და დღემდე არაა აღსრულებული – საია

143
salaze

ჩვენ, საიას არაერთი საქმე გვაქვს წარმოებაში, რომელიც სტრასბურგში წარმატებით დავასრულეთ, სადაც სახელმწიფო დამარცხდა ან აღიარა, რომ დიახ, სახელმწიფოს პრობლემა ჰქონდა კონკრეტულ საქმეზე და ეს საქმეები არ არის აღსრულებული დღემდე – ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

სულხან სალაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს, “რუსთავი 2”-თან დაკავშირებული პროცესები მალე დაასრულოს.

“ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან სწრაფად და ფორსირებულად ხდება და ვერავინ დამარწმუნებს, რომ როცა დღის პირველ ნახევარში შეგაქვს რეესტრში განცხადება და დაუყონებლივ ითხოვ გადაწყვეტილების მიღებას რეესტრისგან, ხშირად სამუშაო საათების მერე მოდის, როცა იმავე დღეს უნდა იყოს პასუხი, აქ ძალიან სწრაფად მოხდა, სადღაც 1-საათიან ინტერვალში. ხელისუფლებას არ აღელვებს ეს და მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ამ პროცესის დღესვე დასრულება,”- განაცხადა სულხან სალაძემ.

სტრასბურგის სასამართლომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთანავე მან მოხსნა აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმი. “რუსთავი 2” საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. ცვლილებები განცხადების მიღების მომენტიდან საათნახევარზე ნაკლებ დროში აისახა. ქიბარ ხალვაშმა დღესვე საჯარო რეესტრს ნიკა გვარამიას გადაყენების მოთხოვნით მიმართა. დოკუმენტი საჯარო რეესტრში რამდენიმე წუთის წინ, მას შემდეგ აიტვირთა, რაც რეესტრმა “რუსთავი 2”-ის მფლობელად ქიბარ ხალვაში დაარეგისტრირა.

 

პოპულალურები