LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტრასბურგში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

თავდასხმა

სტრასბურგში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო – ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

ინტერნეტგამოცემა Amaq-მა, რომელიც ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან არის დაკავშირებული, ტერორისტების განცხადება გამოაქყვეყნა, თუმცა არანაირი მტკიცებულება თავდასხმასთან კავშირის შესახებ მოყვანილი არ არის.

განცხადებაში საუბარია, რომ თავდამსხმელი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრი იყო.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ 29 წლის თავდამსხმელი გუშინ მოკლა. სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმა რამდენიმე დღის წინ მოხდა. დაიღუპა სამი ადამიანი, 13 კი, მძიმედ დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები