LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუდენტები სტატუსის აღდგენას და სწავლის საფასურის შემცირებას ითხოვენ

64
კჯადლაკჯს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სტუდენტებმა მდუმარე აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნაა სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის აღდგენა და საფასურის განახევრება. ამავე მიზნით შექმნილია პეტიცია და გროვდება ხელმოწერები. აქციაში მონაწილეობა, ”პროგრესის ცენტრმა” , მოძრაობა ”ხალხისთვის” და მოძრაობა ”მწვანემ” მიიღო.

ახალგაზრდებმა სხვადასხვა უნივერსიტეტთან, მათ შორის, თბილისისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებთან სტიკერები გააკრეს წარწერებით – ”75 000” და ”რამდენ კრედიტიანია თქვენი სიჩუმე”. ისინი აცხადებენ, რომ სანამ ხელისუფლებას ხმას არ მიაწვდენენ, აქციები არ დასრულდება.

სტატუსშეჩერებული სტუდენტები უმნიშვნელოვანესი სოციალურ-პოლიტიკური საკითხია, რასაც სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტა. სტუდენტურ აქტივობას დიდი ძალა აქვს და მზად ვარ ამ მიმართულებით დაწყებულ ნებისმიერ საქმიანობასთან დაკავშირებით გვერდში დაგიდგეთ”. – განაცხადა, მოძრაობა ”ხალხისთვის” ლიდერმა – ანა დოლიძემ.

”18 დეკემბერს  პარლამენტში შევიტანეთ საკანონმდებლო ინიციატივა და 22 დეკემბერს მივმართეთ 4 ძირითადი კითხვით, გავმართეთ აქცია პერფორმანსი, შევაგროვეთ 10 000 ხელმოწერა პეტიციაზე, რომელიც ეხება სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს. ამ საკითხს გამოეხმაურა სხვადასხვა პოლიტიკური პარტია და პარტიების ახალგაზრდული ფრთები, რაც ხაზს უსვამს, რომ ეს პოლიტიკურად აქტიური პრობლემაა. სამწუხაროდ, ხელისუფლება ისევ დუმს. ამიტომ დღეს ჩვენ ვმართავთ დუმილის აქციას და გავაგრძელებთ ბრძოლას”. – ამის შესახებ, ”პროგრესის ცენტრის” თავმჯდომარემ, ელენე ელბაქიძემ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ “პროგრესის ცენტრმა” “ახალგაზრდა მწვანეებთან” ერთად პარლამენტში საკანონდებლო ინიციატივა ჯერ კიდევ დეკემბერში წარადგინა. პეტიციაზე, 10 000 ხელმოწერა შეგროვდა, რომელიც სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ეხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები