LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუდენტი, რომელიც ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს თამარ ჩუგოშვილს მხარდაჭერას თხოვს

226
resize_ozEki9NtmDxWbJTQ2Y87SjgFsc064Rnv_980x590

სტუდენტი, რომელმაც ლექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეს, თამარ ჩუგოშვილს მხარდაჭერას და მიმდინარე პროცესში ჩართვას სთხოვს. მისი მიმართვა ბათუმელებმა გაავრცელა.

“მოგმართავთ მხარდაჭერისთვის, როგორც ქალს, გავლენიან პოლიტიკოსს, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს. მოგმართავთ სტუდენტი და გთხოვთ თვალი ადევნოთ საქმის მსვლელობას. გამოიჩინოთ კეთილი ნება და პროცესში ჩაერთეთ მაქსიმალურად. ვფიქრობ, ჩემი, როგორც 19 წლის გოგოს მძიმე გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება ხელს შეუწყობს იმას, რომ თავიდან ავირიდოთ ქალზე ძალადობის  მსგავს შემთხვევები თუ სამართალდამცავების უმოქმედობა,”  – წერს სტუნდეტი

თამარ ჩუგოშვილი  აღნიშნულ მიმართვას პირად ფეისბუქგვერდზე გამოეხმაურა. ის წერს, რომ სტუდენტის საკონტაქტო ინფორმაცია არ აქვს და სთხოვს მას დაუკავშირდეს.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც სტუდენტმა ომარ მახარაძე შევიწროებაში დაადანაშაულა უნივერსიტეტმა მას სტუდენტებთან სააუდიტორიო საქმიანობა დროებით შეუჩერა. ლექტორი ბრალდებებს უარყოფს.

საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს. მოგვიანებით კი მუხლი დამშიმდა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლით გაგრძელდა, რაც სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებას გულისხმობს.

 

პოპულალურები