LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუბარი: სააკაშვილის მიზანია მოაწყოს რამენაირად არეულობა და ამ გზით დაბრუნდეს ქვეყანაში

91
sozari_3

სოზარ სუბარი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება.

როგორც „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა  განაცხადა, სააკაშვილის განცხადებიდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მას არ აინტერესებს არც ქართველი ხალხის ნება, არც კანონის უზენაესობა და არც საერთაშორისო საზოგადოების აზრი.

სააკაშვილის განცხადებიდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რაც ისედაც ძალიან კარგად ვიცოდით, რომ მათ არ აინტერესებთ არც ქართველი ხალხის ნება, არც კანონის უზენაესობა, არც საერთაშორისო საზოგადოების აზრი. მათი მიზანია ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი არეულობის ფასად, რამენაირად დაიბრუნონ ძალაუფლება, რასაც ისინი ვერ ეღირსებიან. დღეს საღამოს ძალიან მწარედ წააგებენ არჩევნებს.

კარგად ჩანს მისი მიზანი – მოაწყოს რამენაირად არეულობა და არეულობის გზით დაბრუნდეს ქვეყანაში. ყოველდღიურად იმუქრება, რომ დაბრუნდება. ბოლო 6 წელია მოვუწოდებთ, რომ ჩამოვიდეს, წარსდგეს სასამართლოს წინაშე, მაგრამ ვერ ბედავს და ვერც გაბედავს. თუმცა ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს ქართული სასამართლოს წინაშე წარსდგომა.” – აცხადებს სოზარ სუბარი

სააკაშვილი: უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე

ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქლაივის“ დროს განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში ძალიან ცუდად აქვს საქმე. „ახლა გამოდიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები – აი, „ნაციონალები“ ბევრი ჩამოვიდნენ, აი, „ნაციონალებს“ უნდათ არეულობა. ნუ დაკომპლექსდებით, ეს არარაოებები, ივანიშვილის შნირები ცდილობენ,დაგაკომპლექსონ, რომ არ გადახვიდეთ შეტევაზე, გული გისკდებოდეთ, რომ ვაიმე, […]

მიხეილ სააკაშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით დღეს თქვა, რომ ხელების ჩამოშვებას და მარტო საერთაშორისო ორგანიზაციების იმედად ყოფნას არ აპირებენ.

მისივე თქმით, “ქართველი ხალხი გააკეთებს თავის დასკვნებს და იმოქმედებს”.