LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუხიშვილები და ნინო ქათამაძე – ოჯახის სიწმინდის დღეს გალა კონცერტი ჩატარდება

649
nino suxishvilebi

17 მაისს, საპატრიარქოს დაფუძნებულ “ოჯახის სიწმინდის დღესთან” დაკავშირებით, სამების ეკლესიის ტერიტორიაზე გალა კონცერტი გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ქართული ნაციონალური ბალეტი – სუხიშვილები. ასევე კონცერტზე იმღერებს ნინო ქათამაძე.

კონცერტის ორგანიზატორი საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნია“.

როგორც ორგანიზაციის წევრმა კოტე სვანაძემ „ფორტუნასთან“ განაცხადა, ვარსკვლავების მონაწილეობა ღონისძიებაში უკვე დადასტურებულია და ყველასგან დადებითი პასუხი მიიღეს. ახლა მუშაობა ტექნიკურ დეტალებზე მიდის.

გალა კონცერტზე იმღერებენ ნინო ქათამაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ნიჟარაძე, ანსამბლი “შვიდკაცა” და “ალილო” და ესტრადის სხვა წარმომადგენლები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები