LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სუხიშვილები“ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ

239
213505180

“თავისუფლება ვაჟა ექიმს” – ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ მიმართვას ავრცელებენ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ვიდეო მიმართვაში ისინი თავიანთ კოლეგებს მსოფლიოს გარშემო მოუწოდებენ დაეხმარონ პროტესტის გავრცელებაში.

„ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ეს ის სიტუაციაა, რომელიც საერთაშორისო ყურადღებასა და ჩართულობას ითხოვს, რათა მოხდეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საქართველოს ეროვნულ ბალეტს სურს, გამოხატოს პროტესტი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ვთხოვთ ჩვენს კოლეგებს მსოფლიოს გარშემო, დაგვეხმარონ ამ პროტესტის გავრცელებაში“,- აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც „სუხიშვილები“ ავრცელებენ.

https://www.facebook.com/Sukhishvilebi/videos/442835399686081/?v=442835399686081

საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები