LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სუხიშვილების“ ყოფილ მოცეკვავეს გულის სასწრაფო ოპერაციისთვის ფინანსური დახმარება სჭირდება

133
sxuishvilebi201023

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სუხიშვილების ყოფილ მსახიობ-მოცეკვავეს, ამჟამად ანსამბლ “ბარაკონის” ქორეოგრაფს, ზურა ფარჯანაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას ცოტა ხნის წინ ბაქტერიული ენდოკარდიტი დაუდგინდა, მდგომარეობა მძიმეა. პაციენტს სასწრაფოდ სჭირდება გულის გადაუდებელი ოპერაცია, რომლის ღირებულება და მასთან დაკავშირებული ხარჯები 20 000 ლარს შეადგენს. იმის გათვალისწინებით რომ ოპერაცია 27 ოქტომბერს არის დანიშნული, თანხის მობილიზება ოჯახს მარტო არ შეუძლია და საჭიროებს საერთო თანადგომას.

ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის დახმარება.

საქართველოს ბანკი: #GE13BG0000000101590228GEL

თიბისი ბანკი: #GE21TB7235645064300007

მიმღები – გვანცა მელითაური“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები