LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუნამო მოგზაური გოგონებისთვის – „ისი-პარიმ ” CARVEN-ის ახალი არომატი წარადგინა

662

ახალი არომატი, რომელიც უსაზღვრო სამყაროს სიმბოლოა, მისი ინსპირაციის წყარო კი ემანსიპირებული გოგონაა. CARVEN-ის 2018 წლის არომატი, სახელწოდებით DANS MA BULLE უკვე საქართველოშია.

„ისი-პარის“ ერთგულ მომხმარებელს მისი შეძენა დღეიდან, სრულიად საქართველოს მასშტაბით, კომპანიის მაღაზიათა ქსელში შეუძლია.

როგორც „ფორტუნას”„ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხატია შამუგიამ განუცხადა, CARVEN-იძალიან საინტერესო ფრანგული ბრენდია, რომლის წარმატების ისტორიაც 1945 წლიდან იღებს სათავეს.

„მადამ კარვენი გახლავთ ქალბატონი, რომელიც ქმნიდა სამოსს ძალიან გამხდარი, სიფრიფანა გოგონებისთვის. როგორც  ცნობილია, მაშინ ასეთი გოგონები მოდის მსოფლიო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდნენ და მათ უწევდათ სამოსის გადაკეთება და საკუთარ ტანზე მორგება. სწორედ ამიტომაც, მადამ კარვენმა პირველმა იზრუნა მსოფლიოში ასეთი გოგონებისთვის და ძალიან მალევე გაითქვა სახელი. დღეს ბრენდი CARVEN-ი მონო ბუტიკებით არის წარმოდგენილი მთელს ევროპაში და არა მარტო ევროპაში. აღნიშნული ბრენდის მიმდევრები თავის დროზე გახლდნენ: ედით პიაფი და სხვას ცნობილი ადამიანები, საქართველოში კი მას აქტიურად მოიხმარდა ვერიკო ანჯაფარიძე.

რაც შეეხება CARVEN -ის მოდის სახლს, ეს არის ხელმისაწვდომი მოდა, რომელიც 1945 წლიდან 1993 წლამდე იყო, შემდეგ უკვე 2009 წელს მოხდა CARVEN -ის მოდის სახლის დაბრუნება დიდ მსოფლიო მოდაში, 2016 წლიდან ახალი ერა იწყება, ხოლო 2017 წელი – ეს არის მნიშვნელოვანი გარდატეხის პერიოდი CARVEN -ისთვის.

CARVEN -ი ძალიან ქალური ბრენდია. მისი სამოსი არის მკვეთრი, ხარისხიანი და წელმისაწვდომი. ეს სამოსი თითოეულ თქვენგანს თავდაჯერებულობას სძენს.

CARVEN  -ის მომხმარებელი გახლავთ ძალიან გაბედული ქალბატონი, რომელმაც ზუსტად იცის, რომ უნდა გარისკოს. ეს ქალბატონი არის თავგადასავლების მოყვარული და უყვარს საკუთარი წესების დაწესება“, – აღნიშნა ხატია შამუგიამ.

რაც შეეხება CARVEN-ის ბრენდს პარფიუმერიის ნაწილში – ბრენდის პირველი არომატი, რომელიც მადამ კარვენმა 1945-იან წლებში შექმნა, ეს არის სუნამო Ma Griffe-ი, რომელიც თითოეული ჩვენგანის ბებიის საყვარელი სუნამო იყო.

„მგონი, სწორედ Ma Griffe-ით შემოვიდა ფრანგული პარფიუმერია საქართველოში. რაც შეეხება, 2018 წელს და ახალ არომატს – ეს არის ძალიან საინტერესო წელი CARVEN  -ის მოდის სახლისთვის.

სუნამოს კონცეფციას წარმოადგენს ემანსიპირებული გოგონა, რომელიც მოგზაურობს და მოგზაურობიდან აღმოჩენებს აკეთებს. ახალი არომატი უსაზღვრო სამყაროს სიმბოლოა. ის სამი ცნობილი პარფიუმერის კოლაბორაციის შედეგია. ჯადოსნური სითხე მომაჯადოებელ, ჰაეროვან ბოთლშია მოთავსებული“, – განმარტა „ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხატია შამუგიამ.

მისივე ინფორმაციით, სუნამო, სახელწოდებით DANS MA BULLE ძალიან გაჯერებულია ინგრედიენტებით.

  1. გრილი და შუშხუნა ზედა ნოტები, რომლებიც ლიჩის და ვარდის ესენციითაა გაჯერებული, ასევე მანდარინი, ფორთოხალი და პეონი.
  2. ყვავილოვანი და ქალური გულის ნოტები: დაშაქრული ნუშის აკორდით, ჰელიოტროპი და ჟასმინი.
  3. ხოლო მგრძნობიარე და მაცდუნებელი საბაზისო ნოტა, რომელიც ბოლომდე გრჩებათ და მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ: ეს ვანილი, სანდალოზი და ფაჩული გახლავთ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები