18 იანვარს, სურამში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა და ადგილიდან მიიმალა.  ახალგაზრდა გოგო მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ბრალდებული ლევან ლომიძე სამართალდამცველებმა იმ დღესვე დააკავეს. მას ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გორის რაიონულმა სასამართომ ბრალდებულს, პროკურორის მოთხოვნით, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც. სასამართლო პროცესზე პროკურორის შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც. ამ დრომდე, ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი იცავს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყოფილი მეუღლე ცივი იარაღით მოკლა და მიიმალა. ლევან ლომიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაქათუბანში, რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. შსს ინფორმაციით გრძელდება გამოძიება.

 

მსგავსი თემები