LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ზამთრის კურორტებზე 25 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა

101

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ზამთრის კურორტებზე 25 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით, ზამთრის კურორტებზე, საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებას აგრძელებს. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამსახურებმა, როტაციის პრინციპით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, საკურორტო ზონაში და მაგისტრალზე არსებული 50 ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის ეტიკეტირება, შენახვისა და რეალიზაციის პირობები შეამოწმეს. გადამოწმდა რეგისტრირებული ბიზნესოპერატორების ბაზაც. სხვადასხვა შეუსაბამობის გამო 25 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.

სააგენტოს ინსპექტორებმა ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნები გააცნეს და შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს.

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის, ჩართულობის და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, სასტუმროებში, რესტორნებსა და კაფე-ბარებში განთავსდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია.

სურსათის ეროვნული სააგენტო ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს რეგულარულად ამოწმებს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წლის მაისში გაფორმდა, რაც ტურისტებით დატვირთულ ადგილებში კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლის გააქტიურებას, უწყებებს შორის კოორდინირებულ საქმიანობას, ტურისტებისა და ადგილობრივი მომხმარებლის ინტერესების დაცვას ითვალისწინებს.