LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუს-მა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ადვოკატი დააკავა

1519383803124425

სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურმა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ადვოკატი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ რამაზ რ. ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს, თითქოსდა შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირების ხელშეწყობით, საქართველოს მოქალაქეობის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც  10 000 დოლარის გადახდა მოსთხოვა.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა რამაზ რ. მოთხოვნილი თანხის გადაცემის დროს ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლებას აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, – აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები