LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფარული ჩანაწერების დიდი ნაწილი გამოუდეგარია, უბრალოდ, ბინძური საცვლებია” – “ველოდები, პერსონალურ შეტევებს და ახალ ვიდეოფაილებს”

433
242324401-271593577982605-4331138396234676239-n

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტი იყო განთავსებული – ტექსტური ფაილები, ვიდეო და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა – მათი უმრავლესობა სასულიერო პირებს ეხებოდა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ტყუილ-მართალია, ამ ფაილებში არეული და არჩევნებამდე სიმართლის დადგენა შეუძლებელია.

სავარაუდო საიდუმლო ფაილების გავრცელების შემდეგ არაერთი სკანდალი აგორდა.

ერთი კვირის განმავლობაში უამრავი ვერსია გამოითქვა, ვის ინტერესებში შედის სავარაუდო ფაილების ახლა გამოტანა.

„ფორტუნამ“ ექსპერტებს ჰკითხა, ვის ინტერესში შედის და რა გავლენას მოახდენს წინასაარჩევნოდ ფარული ჩანაწერების გავრცელება?

როგორც აღმოჩნდა, ქართველი ექსპერტებს, ისევე როგორც საზოგადოებას მომხდართან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს. თუმცა, ერთ რამეში თანხმდებიან. არჩევნებამდე ფარულ კადრებს კიდევ ვიხილავთ.

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე:

„ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებაზე როცაა ლაპარაკი, ძალიან მარტივია დაადგინო, ვის ინტერესებში შედის.

ჯერ ერთი გადაუგზავნეს ოპოზიციურ ტელევიზიებს და შესაბამისად ამ ოპოზიციურმა ტელევიზიებმა დაიწყეს მისი გასაჯაროვება. ოპოზიცია და ეს ტელევიზიები ფიქრობენ, რომ საკუთარ წისქვილზე ასხამენ წყალს და მათთვის არის მნიშვნელოვანი და სასარგებლო.

ვერც ხელისუფლება ამბობს პირდაპირ, რომ აქ არაფერი სიმართლე არაა.

ამის გამოძიება არჩევნებამდე ნამდვილად ვერ მოესწრება, მაგრამ ეს არც გამოუქვეყნებიათ იმიტომ, რომ არჩევნებამდე გამოძიება დასრულებულიყო.

როდის გეგმავდა პატრიარქი გადადგომას და ვინ გადააფიქრებინა - რა წერია სავარაუდოდ სუს-ის ფაილებში

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა.

დარწმუნებული ვარ, რომ არც არჩევნების შემდეგ არ მოხდება ამის გამოძიება.

და საბოლოო ჯამში ჩვენ დავრჩებით იმ ფაქტის წინაშე, რა ფაქტის წინაშეც დღეს ვდგავართ.

მუდმივად იქნება საუბარი ამ ფაილებზე, გამოქვეყნებულ თუ გამოუქვეყნებელ ფაილებზე და მუდმივად იქნება საუბარი, რომ ტყუილ -მართალია ერთმანეთში არეული. ის, რომ ტყუილ- მართალი ერთმანეთშია არეული, შესაძლოა, ეს ოპოზიციასაც ხელს აძლევდეს.

ოპოზიციაც ვერ ამბობს, რომ ეს ყველაფერი, რაც გამოაქვეყნეს, სრულ სიმართლეს შეესაბამება.

ამ ტიპის არც ერთი საქმე ბოლომდე გამოძიებული არ ყოფილა და ახლა რატომ უნდა იქნას გამოძიებული? ჩემთვის სრულიად გაუგებარია.

ხანდახან მეჩვენება, რომ ოპოზიცია ცდილობს, გარკვეულ ნაწილში რეტრო გაითამაშოს. ციხის კადრებთან შეიძლება პარალელი გავავლო. 2012 წელს ზუსტად არჩევნებამდე 2 კვირით ადრე გამოქვეყნდა ციხის კადრები, რომელმაც თითქოს ააყირავა მთელი საზოგადოება.

ჩემი შეფასებით, ეს არ იყო გარდამტეხი.

კი ბატონო, ციხის კადრები  იყო დამატებითი ფაქტორი, მაგრამ მხოლოდ დამატებითი…  ციხის კადრები რომც არ გამოქვეყნებულიყო, იმის შესახებ ციხეებში რაც ხდებოდა, ყველამ იცოდა.

დღევანდელი ვითარება, ეს ფაილები რომ გამოქვეყნდა, ხელისუფლებას არაფრით ამართლებს, მაგრამ საქართველოში მე ერთი დღეც არ მახსოვს მოსმენების გარეშე. 70 წელს ვუახლოვდები და ყოველთვის ვიცოდი, რომ საჭიროების შემთხვევაში მოუსმენდნე ყველას და არანაირი ორი გასაღები აქ არ მუშაობს, ეს გამორიცხულია“, – ამბობს ექსპერტი „ფორტუნასთან“ საუბარში.

უთანხმებდა თუ არა ზურაბიშვილი გამოსვლის ტექსტს პატრიარქს - რა წერია გავრცელებულ, სავარაუდოდ, სუსის ფაილებში

„ფორტუნა“ დაინტერესდა, რა პასუხი აქვს პრეზიდენტს გავრცელებულ ინფორმაციაზე. 

სავარაუდო ფარული ჩანაწერების შემდეგ ვის მოემატება და ვის დააკლდება ხმა 2 ოქტომბრის არჩევნებზე?

„მნიშვნელოვანი ძვრები განწყობებში არ იქნება.“ – აცხადებს ძაბირაძე.

სავარაუდო ფარული ჩანაწერების გავრცელების მთავარი მიზანი – შესაძლოა,  ეს იყოს ეკლესიისა და მმართველი გუნდის გახლეჩა?

„მთავარი სამიზნე იყო ამომრჩეველი.  ეკლესიის გავლენა მოსახლეობაზე არც ისეთი დიდია, როგორც ამის წარმოჩენას პოლიტიკოსები ცდილობენ.

30 წელია, ამ ეპოქაში ვტრიალებ. ყველანაირი არჩევნები მინახავს, ყველანაირი შეფასებები მინახავს. ეკლესიას აქვს გავლენა, მაგრამ გარდამტეხი გავლენა არ აქვს.

მოძღვართა გავლენაც კი ისეთი მნიშვნელოვანი არ იყო, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ.

ეს ჩემი შეხედულებაა, კვლევა არ ჩამიტარებია, მაგრამ რასაც ვუყურებ, ეს არის რეალობა.

ხელისუფლება რომც შეიცვალოს, ისევე როგორც 2012-ში, არანაირი გამოძიება არ ჩატარდება სავარაუდო ფარულ ჩანაწერებზე.

მაშინაც ეს იყო პიარი, როდესაც ჩანაწერების ასლები დაწვეს. თორემ იმ ჩანაწერების ასლები კიდევ სად არის, კაცმა არ იცის.

დარწმუნებული ვარ, რომ დაახლოებით ერთ კვირაში, ოპოზიციაც დარწმუნდება, რომ სავარაუდო ფარულმა ჩანაწერებმა ვერ იმუშავა, ველოდები, რომ დაიწყება პერსონალური შეტევები და ალბათ ვიდეოფაილები,  სადღაც-სადღაც გაჟონავს“. – ვარაუდობს ძაბირაძე „ფორტუნასთან“ საუბარში.

 

ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, „ჯერჯერობით, იმის საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ ფარული ჩანაწერების ნამდვილობაში, არ არსებობს.

აქ მესამე მხარის ძებნა უბრალოდ სისულელე იქნებოდა. ამაში უზარმაზარი რესურსი იდება, ეს არაა მხოლოდ ჩაწერა. მერე უნდა მოხდეს ჩანაწერის გაშიფვრა, დაფაილება და მერე კომენტარების წერა. ამის რესურსი აქვს მხოლოდ სახელმწიფოს.

იმის თქმა, რომ ოპოზიცია აკეთებდა ფარულ ჩანაწერებს, წარმოუდგენელია. ამხელა რესურსის მობილიზების თავი სხვას არავის აქვს.

ჩიხლაძე: ჩემსა და ნატა ფერაძეს შორის დიალოგი, რომელიც გაშიფრულია, მის სახლში შედგა

ტელეფონზე გვქონდა ძალიან ხანმოკლე დიალოგი,- ამბობს ჩიხლაძე.

რაც შეეხება მოვლენისა და სკანდალის მასშტაბებს, ვფიქრობ, ჯერ კიდევ არ გაგვითვიცნობიერებია ის ზარალი, რაც მიიღო ქართულმა სახელმწიფომ. არა საარჩევნოდ, არამედ სახელმწიფოებრივი ზიანი მივიღეთ, რისი გადალახვაც წლების საქმე იქნება და ესეც იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი პოლიტიკური ნება იქნება.

პოლიტიკური ნების გარეშე ჩვენ ამ მანკიერ ჯურღმულში აღმოვჩნდით – როდესაც ხელისუფალს აქვს ტოტალური კონტროლის არაჯანსაღი სურვილი.

ამ მასალების დიდი ნაწილი უბრალოდ გამოუსადეგარია. ეს არის უბრალო ბინძური საცვლები და მეტი არაფერი. ვერც პოლიტიკაში გამოიყენებენ და შესაბამისად, მომხდარი მანიაკალური სურვილს ემსგავსება, რომ ყველაფერი იცოდე.

სუს-ისგან შექმნეს ერთგვარი ასინეთე, რომელიც ვიღაცის არაჯანსაღ მანკიერ ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებს.

წარმოუდგენელი უბედურებაა.

ვიცით, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში გვისმენდნენ, ვიცით.  ის, რომ „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ, ამ სისტემურ დანაშაულს ჩადიოდა, ეს არანაირად არ ამართლებს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობაც“ თავის დროზე იგივეს აკეთებდა. გასაგებია, რომ მაშინ არ გამოვლენილა და არ გამომზეურებულა, მაგრამ მე გაგახსენებთ, ჩემთან დაკავშირებულ ამბავს.

2012 წელს არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ჩემთან სახლში ჩაწერები მიმდინარეობდა და  ყველა ცენტრალურ ტელევიზიაში ტრიალებდა რაზე ვესაუბრებოდი ჩემს ცოლს. ჩემს შვილს და ა.შ.

ეს არაა უბედურება, რაც ამ ხელისუფლების მოგონილია. სხვა საკითხია, რომ ჩვენ ამ ყველაფრის სრული მასშტაბი დავინახეთ.

სამიზნე ბევრია, მაგრამ ზარალდება ყველა. ზარალდება საპატრიარქო, ზარალდება უამრავი ადამიანი. მაგრამ ამ ყველაფერში პოზიტივიც უნდა დავინახოთ.

ზოგჯერ პრობლემას რომ უმკურნალო, მისი პროვოცირება უნდა მოახდინო. კი ბატონო, ამის დადასტურება არ გვქონდა, მაგრამ ავად რომ ვიყავით, ხომ ვიცოდით. როდესღაც ხომ უნდა ვუმკურნალოთ…

დანარჩენი დამოკიდებულია ქართულ საზოგადოებაზე.

სამწუხაროა, რომ ადამიანები ისევ დგანან ცუდსა და უარესს შორის არჩევანის წინაშე. საზოგადოებას ხომ უნდა შესთავაზო რამე ახალი. ცარიელი ადგილი ხომ არ დარჩება. აქ ვაწყდებით პრობლემას. თუ ამ ხელისუფლების ალტერნატივა არის „ნაციონალური მოძრაობა“, ამომრჩეველს არანაირი გარანტია არ აქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იგივეს გამკეთებელი არაა.

იმისათვის, რომ გადაფარონ დიდი სისტემური სკანდალი და როგორმე არჩევნებამდე მიაღწიონ,  ყველაფერზე წამსვლელები არიან.

აქვთ ამის მასალები? მე ვფიქრობ, რომ აქვთ.

შესაბამისად ისინი ყველანაირად შეეცდებიან, რომ მომხდარი გადაფარონ,“ – აცხადებს გია ხუხაშვილი „ფორტუნასთან“.

შეგახსენებთ, პროკურატურამ მედიის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო.

თემის კომენტირებისას ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია და ყველანაირ ვერსიაზე იმუშავებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები