LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სვანებმა უშგულში მისასვლელი გზა გადაკეტეს [ფოტო/ვიდეო]

278
68652825-2283929698322305-3907533822534615040-o

სვანებმა უშგულში მისასვლელი გზა გადაკეტეს. ისინი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობების პირებთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვენ.

ადგილობრივების პროტესტი მერვე და მეთორმეტე საუკუნის ძეგლების მდგომარეობამ გამოიწვია.

ისინი აცხადებენ, რომ სოფლის შუკებში გადაადგილება რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.

გარდა ამისა, უშგულელები ამბობენ, რომ უკვე რეაბილიტირებული ძეგლებიც ცუდ მდგომარეობაშია, რადგან მათი შერემონტება უხარისხო მასალით ხდება.

“მეგობრებო, ამ წუთებში, უშგულში ადგილობრივმა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ გადაკეტა გზა.როგორც უკვე გაცნობეთ, უშგულელები ითხოვდნენ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრას, რაც სამწუხაროდ არ შედგა. მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ ერთ კვირაში შედგებოდა შეხვედრა, მაგრამ უშგულში დღემდე არავინ ასულა. 

შეგახსენებთ,რომ უშგულში მე-8- ე,მე -12- ე საუკუნის ძეგლები სავალალო მდგომარეობაშია. სოფლის შუკებში გადაადგილება რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.

ასევე,სავალალო მდგომარეობაშია ძეგლთა დაცვის მიერ რესტავტირებული ძეგლებიც.

გთხოვთ,დროულად შეხვდით და მოუსმინეთ ადგილობრივ მოსახლეობას,თქვენი თვალით ნახეთ და შეაფასეთ ყველა ისტორიული მაჩუბისა და კოშკის მდგომარეობა,” – წერს მარიამ ხაჭვანი.

უკვე ერთი კვირაა, უშგულელები ისტორიული ძეგლების საგანგაშო მდგომარეობის შესახებ წერენ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძეგლების რეაბილიტაცია “ქართუსთან” ერთად ხორციელდება.

თვალწინ გვენგრევა საუკუნეების საგანძური – ქართველი რეჟისორი წერს, რომ უშგულში საგანგაშო მდგომარეობაა

„თითქმის ყველა აღდგენილ კოშკში წყალი ჩადის – ქართუმ გამოყო მილიონი, უშგულს მოხმარდა რამდენიმე ათასი“

ფოტო: მარიამ გოგიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები