LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სვანეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, რეგულაციები ამოქმედდება

328
BeFunky-collage (6)

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, “კოვიდ 19”-ით ინფიცირების შემთხვევათა მატების გამო, სვანეთში  გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება.

მესტიაში კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა – ჩაიკეტება თუ არა რეგიონი

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ იმ კონკრეტული ღონისძიებების შესახებ, რაც რეგიონში გატარდება,  უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე  სვანეთში გადაუდებელი დახმარების და ეპიდემიოლოგიური სამსახურებია მობილიზებული.

“ამ მომენტისთვის რეგულაციები ამოქმედდება სვანეთში, დანარჩენი რიცხვები არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ქვეყნის მასშტაბით გვქონდეს გარკვეული გამკაცრებები. კვლავ გვექნება მიზნობრივი ტესტირება, ბევრად უფრო გაფართოებული და მივყვებით იმ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც დღემდე გვქონდა დასახული.

გადაუდებელი დახმარების სამსახური და ეპიდემილოგიური სამსახური მობილიზებულია სრულად, ადგილზე უკვე იმყოფება 5 ბრიგადა, რომელიც კვლევებს დეტალურად აწარმოებს. საბჭოში მივიღებთ გადაწყვეტილებას დამატებითი ქმედების შესახებ, თუ რა ღონისძიებებს გავატარებთ”, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა.