LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სველი წესით დალაგება, ხშირი განიავება, დისტანცია – ზახაშვილის რეკომენდაცია ოფისში სამუშაოდ

292
BeFunky-collage (10)

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, თუ დასაქმებულის სამუშაო ადგილზე ყოფნის საჭიროება არ არის, სამსახურებმა დისტანციურ რეჟიმში მუშაობა კვლავ შეინარჩუნონ – ამის შესახებ ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ხათუნა ზახაშვილმა აღნიშნა, ოფისებსა და დახურულ სივრცეებში თანამშრომლებს შორის მხოლოდ 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა ეფექტური არ იქნება. მისივე თქმით, უმჯობესია ოფისებში მოწყობილი იყოს გამწოვი სისტემები, რომლებსაც ჰაერი გარეთ გააქვს და თითოეულ ადამიანზე გათვლილი იყოს 4-8 კვადრატული მეტრი.

მან კონკრეტული რეკომენდაციები ჩამოთვალა, რაც ამ შემთხვევაში ადამიანებმა უნდა დაიცვან.

“აუცილებელად უნდა იყოს სხვა წესები დაცული, როგორიცაა სწორი განიავება, სწორი აერაცია, ხშირი დალაგება სველი წესით, სათანადო სადეზინფექციო სითხეების გამოყენებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა სამუშაო მაგიდებს შორის ეფექტს ნამდვილად არ მოგვცემს და ამის იმედად არ უნდა ვიყოთ”, — თქვა ხათუნა ზახაშვილმა.

დღევანდელი ონლაინ პრესკონფერენციის მთავარი გზავნილები იხილეთ ვრცლად:

რა შეზღუდვები დარჩება ხანგრძლივად? – გამყრელიძე განმარტავს

ადამიანებმა სწორად უნდა განსაზღვრონ უღირთ თუ არა ტრანსპორტში ჩაჯდომა – ხათუნა ზახაშვილი

აუცილებელი ტესტირების სამიზნე ჯგუფებს ტრაილერის მძღოლებიც დაემატებიან

ზახაშვილი გირჩევთ: ყველა პროდუქტი, რომელიც გარეცხვას საჭიროებს, ყოველთვის გარეცხეთ სანდო ხარისხის წყლით

ტურისტებისთვის ისეთი წესები იქნება, პრაქტიკულად კარანტინში ჩამოდიან: იმნაძე

 

 

პოპულალურები