LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სწავლება “ტროას ნაკვალევი” ადასტურებს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ ძლიერ კავშირს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით: აშშ-ს საელჩო

77
Untitled design

საქართველოში აშშ-ს საელჩო, ყოველწლიურ სამხედრო წვრთნებს “ტროას ნაკვალევს” აფასებს და იმ საქართველოს იმ როლზეც საუბრობს, რომელსაც ქვეყანა სწავლებაში ასრულებს.

საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ წვრთნების მიზანი ნატოს მოკავშირეებს შორის თავსებადობის გაზრდაა და ის კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ ძლიერ კავშირს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით:

“ათი ქვეყნა, ხუთი ქვეყნის ტერიტორიაზე ერთიანი გუნდით მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მხარდასაჭერად მსოფლიოში.

“Trojan Footprint” სპეციალური ოპერაციების სარდლობის ყოველწლიური სამხედრო წვრთნებია, რომელიც ევროპაში ტარდება. წელს საქართველო პირველად იყო ერთ-ერთი მონაწილე მასპინძელი. წვრთნების მიზანია ნატოს მოკავშირეებს შორის თავსებადობის გაზრდა, სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების გაზრდა რიგ საფრთხეებთან გამკლავებაში და შეიარაღებულ ძალებთან ინტეგრაციის გაღრმავება.

ეს წვრთნები კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ ძლიერ კავშირს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით.” – წერია საელჩოს განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები