LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სწორი კვების იდეალური ფორმულა

959

ექიმ-დიეტოლოგის დევიდ რაუბენჰაიმერის განცხადებით, სწორი კვების მთავარი საიდუმლო ცილებით, ცხიმებით და ნახშირწყლებით დაბალანსებული კვებაშია, რომელიც ორგანიზმის არა მარტო ნორმალურად ფუნქციონირებაში, არამედ წონის დაკლებაშიც ეხმარება.

მსგავსი დასკვნა რაუბენჰაიმერმა ახალზელანდიელ აბორიგენებზე ათწლიანი დაკვირვების შედეგად გააკეთა. როგორც აღმოჩნდა, მართალია, ახალი ზელანდიის მკვიდრი მოსახლეობა ნახევრად ველურ პირობებში ცხოვრობს, მაგრამ მათი საკვები მაინც საინტერესო, მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ჯანსაღია.

რაუბენჰაიმერი სამხრეთ აფრიკაში დაიბადა, ათი წლის მანძილზე კი, ახალი ზელანდიის ჯუნგლებში ცხოვრობდა და სწორედ იქ აღმოაჩინა “ევოლუციური დიეტის ფორმულა”, როცა შაქარის და სუფთა ცხიმების კვების რაციონიდან ამოღებით, მთელი ყურადღება ცილებზე გადაიტანა.

მრავალწლიანი კვლევების შედეგად დიეტოლოგმა დაასკვნა, რომ ზრდასრულმა ადამიანმა საკუთარი რაციონი 45-50% ნახშირწყლებით, 35% ცხიმებით და 25% ცილებით უნდა შეავსოს. გარდა ამისა, სასურველი შედეგის მისაღწვად, აუცილებელია უარის თქმა შაქარზე და სუფთა ცხიმებზე.

სამხრეთ აფრიკელი დიეტოლოგი მოუწოდებს კოლეგებს სწორედ ამ სქემის გათვალისწინებით შეიმუშაონ დიეტა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს დაეხამრება იკვებოს სრულფასოვნად და იცხოვროს ჯანსაღად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები