LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სწორი მენეჯმენტის ხელში კომპანია მოხვდა გვიან” – ფინანსთა მინისტრი “ყაზტრანსგაზზე”

კტგ

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, “ყაზტრანსგაზთან”დაკავშირებით აცხადებს, რომ კომპანია 10 წლის განმავლობაში არასწორი მენეჯმენტის ხელში იყო. მისივე თქმით, “ყაზტრანსგაზი” დავალიანების გამო, სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებდა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ კომპანიასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდია არასწორი მოსაზრებები ისმის.

“ბევრი მითქმა-მოთქმაა ბოლო დღეები ამ საკითხზე. არასწორი მოსაზრებები მესმის, თქვენ იცით, რომ ეს კომპანია გაურკვეველ რეჟიმში იმართებიდა ბოლო 10 წელი. დროულად არ მოხვდა კომპანია სწორი მენეჯმენტის ხელში. ის დავა, რომელიც ამდენი წელია უნდა შეწყვეტილიყო და შეწყდა კიდეც. საქართველოს მთავრობამ მას უნდა ჩამოაწეროს 96 მილიონი ლარის დავალიანება.

სწორი მენეჯმენტის ხელში კომპანია მოხვდა გვიან. ეს კომპანია ვერ ფუნქციონირებდა თავისი ვალდებულებების გამო,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ “ყაზტრანსგაზის” არაოფიციალური მფლობელი კახა კალაძეა და დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების გამო, მისი დაკითხვაც უნდა მოხდეს. ამ ბრალდებებს კალაძემაც უპასუხა და განაცხადა, რომ მთაწმინდაზე “გამოსაქანებლად” ადგილი ფართოვდება.

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/2578159065533152/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები