LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სწრაფად უნდა ჩაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა იმისათვის, რომ სოციალურ სფეროში შექმნილი კრიზისი განვიხილოთ გვქონდეს დებატები და დავიბაროთ მინისტრი და მოვთხოვოთ პასუხები: ბადრი ჯაფარიძე

74
ბადრი-2

ლელოს ერთ-ერთი ლიდერის ბარი ჯაფარიძის განცხადებით, ქართულ ოცნებასთან ექნებათ კონსულტაციები, რათა ჩაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა, სადაც ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს დაიბარებენ და განიხილავენ სოციალურ სფეროში შექმნილ კრიზისს.

“ჩვენ მზად ვართ ხვალ კონსულტაციები დავიწყოთ ინტერფრაქციულად, ოპოზიციურმა ფრაქციებმა, ქართულ ოცნებასთან, რომ ჩაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა, რომელიც განიხილავს, რა ხდება სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებით, რა მოხდა ქართლში. ეს ყველაფერი გვინდა გვსურს, გვაქვს ამის მზაობა, ქართულ ოცნებას შეუძლია, ეს დაბლოკოს ან მხარი დაუჭიროს. სწრაფად უნდა ჩაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა იმისათვის, რომ სოციალურ სფეროში შექმნილი კრიზისი განვიხილოთ გვქონდეს დებატები და დავიბაროთ მინისტრი და მოვთხოვოთ პასუხები”, — თქვა ჯაფარიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები