LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სწრაფი კვების” ობიექტები 2 000 წლის წინაც არსებობდა – არქეოლოგების აღმოჩენა [ვიდეო]

109
2020-12-27-109390-1609040439.-large

არქეოლოგებმა ძველ რომაულ ქალაქში, პომპეიში ე.წ. ტერმოპოლიუმი, იგივე ცხელი საკვებისა და სასმელების სავაჭრო ქუჩა აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.

მკვლევარებმა პომპეის უძველეს ნაქალაქარში იმ მზა საკვებ პროდუქტებსაც მიაკვლიეს, რომელსაც ადგილობრივებს და მოგზაურებს სთავაზობდნენ.

ჭურჭელებში ღორის, საქონლის, ლოკოკინის ხორცისგან, ასევე თევზისგან დამზადებული საკვების კვალი აღმოჩნდა.

ცნობისთვის, პომპეი ქალაქია ძველ რომში. განადგურდა ქალაქ ჰერკულანუმთან ერთად 79 წლის 24 აგვისტოს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შემდეგ. ქალაქი საუკუნეების მანძილზე ვულკანური ფერფლით იყო დაფარული. მდებარეობს იტალიაში, თანამედროვე ნეაპოლთან ახლოს, ნეაპოლის ყურეში.

პომპეი აღმოაჩინეს 1748 წელს. ანტიკური ქალაქის შენახული ნანგრევები, ანტიკური სამყაროს შესწავლის უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს. ქალაქის სისტემატური შესწავლა მხოლოდ 1860 წლიდან დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები