LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტაბულას” რედაქტორი დროებით პოსტს ტოვებს და საცხოვრებლად ფოთში გადადის

320
pjimage (1)

“ტაბულას” მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი დროებით პოსტს ტოვებს და “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდების მიმართულებას ჩაიბარებს. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა.

როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, ის სამი თვის განმავლობაში ფოთში იცხოვრებს, სადაც გიგა ბოკერია მაჟორიტარობის კანდიდატად იყრის კენჭს და აქტიურ საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება.

ბოკერია ფოთში, ზუგდიდში კი უგულავა – “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონებში ცნობილია

“მოკლედ, ასეთი ამბავია:

დაგვადგა ნათელი! გიგა ბოკერიამ გადაწყვიტა მაჟორიტარად იყაროს კენჭი.

ფოთი, ხობი, სენაკი. ვინაიდან ამ დღეს მე დიდხანს ველოდი და პროცესი მაგრად მაინტერესებს:
1. ტაბულას სამი თვე ლევან სუთიძე ურედაქტორებს და მე ვდისტანცირდები – სანამ კამპანიაა.
2. მე გადავალ საცხოვრებლად ფოთში და ჩავიბარებ ახალგაზრდების მიმართულებას.
3. ყველას, ვისაც ჩვენ მოგწონვართ, ან უბრალოდ – გაინტერესებვართ და ცხოვრობთ ფოთში, ხობში, სენაკში და მის შემოგარენში – შემეხმიანეთ.
ჯერ მოგისმენთ და მერე ერთად მოვიფიქრებთ რა ვქნათ!,”- წერს ჩერგოლეიშვილი.

 

https://www.facebook.com/tchergo/posts/10218601834537136