LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თაფლი ძალიან კარგად აყუჩებს ყელის ტკივილს ბავშვებში და შველის ხველას“ – პედიატრი თამარ ობგაიძე

223
თამარ-ობგაიძე

როგორ უნდა მოვიქცეთ ბავშვებში ყელის ტკივილის დროს და სწორია თუ არა ფრაზა „ყელის ვირუსი“, რომლითაც მშობლები ხშირად აღწერენ ბავშვის ავადობას. ამ თემაზე ფორტუნას ეთერში სტუმრობისას მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, პედიატრმა თამარ ობგაიძემ ისაუბრა:

მშობლებს ჰგონიათ, რომ ყელის სიწითლე არის მიზეზი, რომლის დროსაც ბავშვებს უნდა ვასხუროთ სხვადასხვა საშუალება და პრობლემაც მოგვარდება. ყელი წითელი არის იმიტომ, რომ იქ იჭრება ვირუსის აგენტი. ამ დროს იწყება ვირუსული ანთებითი კერა, რომლისთვისაც დამახასიათებელია წითელი ყელი და შეშუპება. ამიტომ შესხურება არა, ყველაზე კარგი საშუალება არის პარაცეტამოლი და იბუპროფენი, რომელი აყუჩებს ყელის ტკივილს. იშვიათად არის, როდესაც ბავშვს მოსწონს და სიამოვნებს საწუწნი აბები ან შესასხურებელი საშუალებები, მაგრამ ზემოხსენებული საშუალებები ბევრად ეფექტურია. რაც შეეხება სავლებებს, შეგიძლიათ გამოიყენოთ თბილი სავლებები, თბილი სითხეები და ძალიან გაგიკვირდებათ, მაგრამ თაფლზე არის უამრავი კვლევა, რომელი ამბობს, რომ თაფლი კარგად აყუჩებს ყელის ტკივილს და შველის ხველას. თუ ბავშვს ამ პროდუქტზე ალერგია არ აქვს, ის თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩაიში ან რძეში, ეს ბევრად უსაფრთხო საშუალებაა.

„საუზმიდან ბავშვმა დღიური რაციონის 16-20 % უნდა მიიღოს“ – პედიატრი თამარ ობგაიძე ბავშვის დღის იდეალური კვებითი რაციონის შესახებ საუბრობს

არა, ეს არ იკურნება! ასეთ დროს ჩემი პროფესია მეზიზღება – პედიატრი თამარ ობგაიძე პატარა პაციენტზე ემოციურ ამბავს ყვება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები