LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაფლიანი რძე ხველის დროს, ანუ  ჩვენი ბებიების მეთოდი, რომელიც ამერიკის პედიატრთა აკადემიამ აღიარა – ეკა უბერი

1551
ekauberi203345

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფეოსრი, პედიატრი ეკა უბერი ხშირად აწვდის ინფორმიციას საზოგადოებას ამერიკის პედიატრთა ასოციაციის განახლებული გაიდლაინების თაობზე.

პედიატრმა „ფორტუნასთან“ მწვავე ხველის მოხსნის ძველ მეთოდზე ისაუბრა, რომელიც პედიატრთა ასოციაციამ, ღრმა და საფუძვლიანი კვლევის შემდეგ, სწორედ ხველის კუპირების ერთ-ერთ მეთოდად დაასახელა:

„ხველა არ ნიშნავს, რომ ბავშვს აუცილებლად ბრონქიტი ან ფილტვების ანთება აქვს. ხველა შესაძლოა, რინიტით იყოს გამოწვეული, ანუ ცხვირის შიგთავსის გადანადენით  ცხვირ-ხახაში, რის შედეგადაც შესაძლებელია, განსაკუთრებით ღამის საათებში და დილის მონაკვეთში, ადგილი ჰქონდეს დიდი რაოდენობით პროდუქტიულ ხველას. ზოგადი პასუხის გაცემა, თუ როგორ ვუმკურნალოთ ხველას, პედიატრებს გვიჭირს, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, გუშინ როდესაც ლიტერატურას ვათვალიერებდი,  აღმოვაჩინე, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ და ამერიკის პედიატრთა აკადემიამ  მხარდაჭერა გამოუცხადა თაფლის გამოყენებას ღამის ხველების ლიკვიდაციასთან მიმართებაში. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1 წლამდე ბავშვისთვის თაფლის მიცემა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ძალიან მაღალია ბოტულიზმის განვითარების რისკი. თუ ბავშვს 1-დან 6 წლამდე არ აღენიშნება კონკრეტულ პროდუქტზე, ამ შემთხვევაში თაფლზე ალერგია, თავისუფლად შეგვიძლია, ამ პროდუქტის ხველის საწინააღმდეგო საშუალებად გამოყენება. ჩვენი ბებიების მეთოდი, ამერიკის პედიატრთა აკადემიამ საკმაოდ ფართე, ორმაგი, ღრმა პლაცებო კვლევის შედეგად დაადასტურა და მას მაღალი მტკიცებულება მისცა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მაღალი მტკიცებულების რეკომენდაციები ძალიან ცოტა აქვს მედიცინას.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები