LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაილანდში ავარიას 17 სტუდენტი ემსხვერპლა

142
c1-1760969-190929124043-462

სულ მცირე 17 სტუდენტი დაიღუპა ტაილანდის ქალაქ სამუტპრაკანში ავარიის შედეგად. ყველა მათგანი ტექნიკურ კოლეჯში სწავლობდა. ავტომანქანის მძღოლმა სერიოზული დაზიანებები მიიღო.

თვითმხილველების განცხადებით, მგზავრებით დატვირთული ავტომობილი დიდი სისწრაფით მოძრაობდა. მან უცბად გადაუხვია მთავარი გზიდან, ბოძებს შეეჯახა და გადაბრუნდა. შედეგად, 12 სტუდენტი ადგილზე, ხუთი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. გავრცელდა მომხდარის ვიდეოკადრებიც, რომელსაც პოლიცია სწავლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები