LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაილანდის მეფე თვითიზოლაციის პერიოდს 20 ქალთან ერთად ატარებს

1042
Thai-king-isolates-himself-with-harem-of-20-women-amid-COVID-19-pandemic-2003291230

ტაილანდის მეფე თვითიზოლაციის პერიოდს ბავარიის ერთ-ერთ კურორტზე, მდიდრულ სასტუმროში ატარებს. პანდემიის ფონზე, 67 წლის მეფე, მაჰა ვაჯირალონგკორნი სრულ ჰარმონიაშია და თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფება კარანტინში.

როგორც independent-ი წერს, ტაილანდის მეფეს  20 ქალისგან შემდგარი ჰარამხანა და ასევე, რამდენიმე ათეული მსახური ახლავს.

ცნობისთვის, მას ოთხი ცოლი ჰყავს, თუმცა გამოცემისთვის უცნობია, ამ 20 ადამიანში მოხვდნენ თუ არა მისი მეუღლეები.

ტაილანდში კონსტიტუციური მონარქიაა, თუმცა სამეფო ოჯახი ადგილობრივებში დიდი ძალაუფლებით სარგებლობს. ქვეყანაში კანონიც კი არსებობს, რომელიც მონარქიის კრიტიკას კრძალავს.

კერძოდ, აღნიშნული ქმედება 15 წლამდე პატიმრობით ისჯება, თუმცა მაჰა ვაჯირალონგკორნის ამ ფორმით თვითიზოლაციამ იმდენად დიდი გულისწყრომა გამოიწვია ტაილანდელების, რომ მიუხედავად დაწესებული სანქციისა, ინტერნეტში ტაილანდური ჰეშტეგი #რაშიგვჭირდებამეფე გამოჩნდა, რომელსაც სოციალურ ქსელში მილიონობით ადამიანი იყენებს.

შეგახსენებთ, ტაილანდში საგანგებო მდგომარეობა 30 აპრილამდე მოქმედებს.

ხელისუფლება აცხადებს, რომ კორონავირუსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ბრალდებულები უმკაცრესად დაისჯებიან.

ტაილანდში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირების 900-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები