LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაილანდში ახალ წელს აღნიშნავენ [ფოტოები]

799
_106439197_053424494-1

ტაილანდში ბუდისტური ახალი წლის აღსანიშნავად სონგკრანის ფესტივალი მიმდინარეობს.

ფესტივალი 13-15 აპრილამდე ტაილანდში ტარდება. ბუდისტურ ახალ წელს ასევე აღნიშნავენ ლაოში, კამბოჯასა და მაინმარში.

სონგკრანის ფესტივალი ცნობილია მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური “წყლის ბრძოლებით.” სახალხო ფესტივალის დროს, მონაწილეები ყველა გამვლელ-გამოვლელს ქუჩაში ასხამენ წყალს.

ტრადიციის მიხედვით, წყალი ჩამორეცხავს ადამიანს ყველა იმ ცოდვას, რომელიც წლის განმავლობაში ჩაიდინა და ახალ წელს სუფთა სინდისით შეხვდება.

გთავაზობთ, BBC-ის ფოტოებს, სადაც ხალხი სწორედ ამ გასართობით, “წუწაობით” იქცევს თავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები