LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაივანში მომხდარ სარკინიგზო კატასტროფას 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

62
Untitled design (2)

ტაივანში მომხდარმა სარკინიგზო კატასტროფამ, ქვეყანაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ყველაზე მასშტაბური მსხვერპლი გამოიწვია.

ბოლო მონაცემებით, სამგზავრო მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლამ, სულ მცირე 41 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

Reuters-ის ინფორმაციით, მატარებელი, რომელშიც, სულ მცირე, 500 ადამიანი იმყოფებოდა, გვირაბში სატვირთო მანქანას შეეჯახა და რელსებიდან გადავიდა. სარკინიგზო შემთხვევას ემსხვერპლა მემანქანეც.

ეს არის ტაივანის ყველაზე მასშტაბური კატასტროფა ბოლო 40 წლის განმავლობაში.

დაშავებულია 70-მდე მგზავრი. ისინი მაშველებმა გვირაბიდან, სხვადასხვა ვაგონიდან გამოიყვანეს.

მატარებელი ტაივანის აღმოსავლეთ მხარეში, ტაიპეიდან ტაიტუნგისკენ მიემართებოდა. ტურისტები შაბათ-კვირის ტრადიციული დღესასწაულის აღსანიშნავად მიემგზავრებოდნენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები