LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო დოლაბერიძე: „ორჯერ აცრილმა კორონავირუსი მარტივად გადავიტანე, მაგრამ მეორედ არ მინდა, რომ დამემართოს, ამიტომ ბუსტერსაც გავიკეთებ!..“

757
fortuna (5)

ივენთმენეჯერი თაკო დოლაბერიძე ახლახან კორონავირუსით ოჯახის წევრებისგან დაინფიცირდა, თუმცა დღეს ვირუსის მეათე დღეა და თაკო თავს კარგად გრძნობს, მხოლოდ ერთი დღე ტკიოდა სახსრები. როგორც fortuna.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, კორონავირუსი მარტივად გადაიტანა და ამას აცრას უმადლის.

თაკო დოლაბერიძე:

როგორც იცი, ძალიან ვუვლიდი თავს, მაგრამ ჩემი საქმიდან გამომდინარე, მიწევდა ხალხთან ურთიერთობა, რაიონშიც ვიყავი წასული. არ ვიცი, იქ ვინმეს თუ სჭირდა. ჩემი და და დედაჩემი სულ მეჩხუბებოდნენ, შენ მოგვიტან ამ ვირუსს, იმდენს დადიხარო. ჩამოვედი იმერეთიდან და დამხვდნენ დედა და და ინფიცირებულები. რადგან ვიყავი აცრილი, უფრო იმედიანად ვიყავი. დედა 84 წლისაა და უფრო მასზე ვნერვიულობდი, მაგრამ ადვილად გადაიტანა, ფაიზერით ორჯერ გახლდათ აცრილი, ჩემი და – „სინოფარმით“, ასევე ორჯერ. გადადებით კი გადაგვედო ყველას, ბავშვის გარდა, მაგრამ ყველა ჩვენგანმა იოლად გადაიტანა.
თუმცა ფსიქოლოგიურად ძალიანგამიჭირდა, მეც კი. სულ მინდოდა ექიმთან კონსულტაცია. ბევრი ამბობს, არ გვაქცევენ ყურადღებასო .ჩვენ შემთხვევაში ასე არ იყო. ოჯახის ექიმი რეკავდა და სულ იყო საქმის კურსში. ჩემი მეგობრებიც ექიმები არიან. ბევრი ამბობს, ზარების თავი არ გვქონდაო, მე კიდევ პირიქით, ადამიანებთან ურთიერთიბამ გამომიყვანა.

როგორ ფიქრობ, თქვენს შემთხვევაში, ვაქცინამ იმუშავა?

რა თქმა უნდა, იმუშავა. კარგად რომ გადავიტანე, ვაქცინაცია არის ამისი თავი და თავი. ახლა ვფიქრობ, ბევრი ანტისხეული მექნება და სექტემბერში ერთ ბუსტერს მაინც გავიკეთებ. იმის მიუხედავად, რომ ადვილად გადავიტანე, აღარ მინდა, რომ ეს კიდევ დამემართოს.
სანამ დამიდასტურდებოდა, რაღაცნაირად მივხვდი რომ დამეწყო, ძვლების საშინელი ტკვილი მქონდა ერთი დღე. ახლა ანალიზების პასუხს ველოდები. ზოგადად, არაფერი მაწუხებს. მე არ მქონია არც თავის ტკივილი, არც სიცხე. ექვსი კილო დავიკელი, მადა არ მქონდა, ვერ ვჭამდი. გრიპები მქონია, მაგრამ ეს არ არის გრიპი. ეს რაღაც კიდევ სხვაა. ერთადერთი ხსნა, ვფიქრობ, რომ მაინც ვაქცინაციაა. არავის მოვუწოდებ და არავის კომპეტენციაში არ ვერევი. გარდა იმისა, რომ ჩვენი თავი და ოჯახის წევრები და ახლობლები უნდა გადავარჩინოთ, ეს ქვეყანა ამით უნდა გადარჩეს.

ადრე ამბობდი, რომ აუცრელ ადამიანს სამსახურში არ მიიღებდი…
იმავე აზრზე ვარ ახლაც. ის მოსაზრებაც მაქვს, რომ გინდა კანონი მიიღონ, გინდა დაგვავალდებულონ, აუცრელი კლიენტი არ შემოვიდეს, არ დაჯდეს და სხვა არ დააინფიციროს. მე, მაგალითად, ვარ ამის მომხრე.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები